Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა


ბუნებრივი აირით ქუთაისში მოიწამლა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საერთო საცხოვრებელში მოხდა. მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ დახმარება თავად ითხოვეს, შემდეგ კი მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ხუთივე დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ, „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები. მათ ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.

XS
SM
MD
LG