Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელმა გაფრთხილება გამოთქვა კონფლიქტში ლიბანის ჩათრევის შესაძლებლობის თაობაზე


ჯოზეფ ბორელი. ჯაკარტა. 21 ივლისი 2023 წელი
ჯოზეფ ბორელი. ჯაკარტა. 21 ივლისი 2023 წელი

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა ლიბანში ვიზიტად ყოფნისას 6 იანვარს შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ლიბანი შეიძლება ჩათრეული იქნას რეგიონულ კონფლიქტში - აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულ ჰამასსა და ისრაელს შორის ომში.

ბორელმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გაფართოება და გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონული კონფლიქტით ვერავინ მოიგებს“.

ლიბანში ბორელის ვიზიტის მიზანია ლიბან-ისრაელის საზღვარზე ვითარების და კონფლიქტის რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების განხილვა.

Reuters-ის ცნობით, ბორელმა განაცხადა, რომ ცდას არ დავაკლებთ, რათა ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორი სახელმწიფოს შექმნის მოგვარება რეალობა გადაიქცესო. მან თქვა, რომ ღაზა „პალესტინის უფრო ფართო საკითხის ნაწილია“. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ხელმძღვანელი თვლის, რომ „ღაზა პალესტინელთა მომავალი სახელმწიფოს ნაწილი იქნება“.

ბორელი პრესკონფერენციაზე გამოვიდა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ბაჯიბ მიკატისთან ერთად ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ღაზის გარშემო გამართული შეხვედრების შემდეგ. ლიბანის შემდეგ ბორელი საუდის არაბეთს ეწვევა.

XS
SM
MD
LG