Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია უკრაინას 37 მლნ დოლარით დაეხმარება - განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის კიევში ვიზიტისას გაკეთდა


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა

კიევში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი ქვეყანა 37 მილიონი დოლარით დაეხმარება უკრაინას დრონსაწინააღმდეგო სისტემების მარაგების გასაზრდელად. იაპონია თანხას უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილ ნატოს ფონდში შეიტანს. ეს დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს, გააუმჯობესოს სამხედრო აღჭურვილობა დრონების აღმომჩენი და გამანადგურებელი სისტემებით.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტით 7 იანვარს ჩავიდა პოლონეთიდან ისე, რომ წინასწარ ამ ვიზიტის შესახებ ცნობილი არ ყოფილა. მან მოინახულა ბუჩაში დაღუპულების მემორიალი და შეხვდა დმიტრო კულებას.

XS
SM
MD
LG