Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ სამხრეთ ლიბანზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური

კვამლი ისრაელის საჰაერო დარტყმის შემდეგ. ლიბანის საზღვარი, 2024 წლის 8 იანვარი
კვამლი ისრაელის საჰაერო დარტყმის შემდეგ. ლიბანის საზღვარი, 2024 წლის 8 იანვარი

ლიბანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი 8 იანვარს აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაური.

ამ ცნობის ფონია ლიბან-ისრაელის საზღვარზე შეტაკებების გაძლიერება ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას მებრძოლებსა და ისრაელის სამხედროებს შორის.

რამდენიმე დღის წინ ბეირუთზე ისრაელის იერიშს ემსხვერპლა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მაღალი რანგის წევრი.

ამის პასუხად ორი დღის წინ ჰეზბოლამ სარაკეტო იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელში, მერონის მთაზე განთავსებულ ისრაელის სამხედრო ბაზაზე.

​
XS
SM
MD
LG