Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთი ცნობს კოსოვოს პასპორტს, მაგრამ არა დამოუკიდებლობას


ესპანეთმა ცნო კოსოვოს პასპორტი, მაგრამ არა დამოუკიდებლობა. 2024 წლის 8 იანვარი
ესპანეთმა ცნო კოსოვოს პასპორტი, მაგრამ არა დამოუკიდებლობა. 2024 წლის 8 იანვარი

ესპანეთი ამიერიდან ცნობს კოსოვოს მიერ გაცემულ პასპორტს, თუმცა კოსოვოს არ აღიარებს დამოუკიდებელ, სერბეთისგან განცალკევებულ სახელმწიფოდ - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა 8 იანვარს.

მადრიდმა კოსოვოს პასპორტი აღიარა მას შემდეგ, რაც 1 იანვარს ამოქმედდა სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმი, რომელსაც დიდხანს ელოდნენ და რომელიც კოსოვოს მოქალაქეებს უფლებას აძლევს, შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაურონ.

ახალი წესებით, კოსოვოელებს შენგენის ზონაში ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

ამ დრომდე ესპანეთი იყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც უარს აცხადებდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზეც და კოსოვოს პასპორტის მფლობელებსაც უარს ეუბნებოდა ქვეყანაში შეშვებაზე.

XS
SM
MD
LG