Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორში, ტელესტუდიაში, ცოცხალი ეთერის დროს თავდასხმა მოხდა


პოლიციელები კიტოს საპატიროსთან, საიდანაც გაქცევა შეძლო დამნაშავეობრივი დაჯგუფების მეთაურმა. 9 იანვარი, 2024 წელი
პოლიციელები კიტოს საპატიროსთან, საიდანაც გაქცევა შეძლო დამნაშავეობრივი დაჯგუფების მეთაურმა. 9 იანვარი, 2024 წელი

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, ცოცხალი ეთერის დროს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სატელევიზიო სტუდია ТС-ს.

ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

არხის თანამშრომლები მიკროფონებს მოაშორეს და იატაკზე დააწვინეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.

ეკვადორში 8 იანვარს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურის ციხიდან გაქცევისა და გაუჩინარების გამო. დედაქალაქ კიტოსა და გუაიკილის პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ტელეცენტრის შენობიდან ყველა თანამშრომელი ევაკუირებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს.

ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ ხელი მოაწერა განკარგულებას „შიდა შეიარაღებული კონფლიქტის“ გამოცხადების შესახებ და რამდენიმე კრიმინალურ ჯგუფს უწოდა „ტერორისტული“ და „არალეგალური“.

გუაიაკილის უნივერსიტეტმა მთელ ქვეყანაში სოციალური არეულობის გამო ადმინისტრაციული და აკადემიური მუშაობის დროებითი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტმა ნობოამ 7 იანვარს გამოაცხადა, „ჩონეროსის“ დაჯგუფების მეთაურის უმაღლესი უსაფრთხოების ციხიდან გაუჩინარების შემდეგ.

ამის შემდეგ დამნაშავეთა ჯგუფმა მოახერხა შვიდი პოლიციელის გატაცება.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პატიმარი, მეტსახელად ფიტო, რომლის ნამდვილი სახელია ადოლფო მაკიას ვილამარი, კვირა დილით, როდესაც პოლიცია იმავე ციხის კომპლექსის სხვა საკანში მის გასაყვანად მივიდა, თავის საკანში აღარ იმყოფებოდა.

9 იანვარს, დილით, ორმოცმა პატიმარმა მოახერხა გაქცევა სხვა ციხიდან, ქალაქ რიობამბაში. მათ შორის იყო "ნარკობარონი", იუწყება "ბიბისის" კორესპონდენტი ეკვადორში.

ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებასა და ციხიდან გაქცევას შორის შესაძლო კავშირი ამ დროისთვის გაურკვეველია. თუმცა, რაც მოხდა, აშკარად მიუთითებს, რომ ეკვადორში უსაფრთხოების ვითარება კვლავ გაუარესდება.

XS
SM
MD
LG