Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა, პატიმრობა შეუფარდეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

კაცს, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 10 იანვრის საღამოს, გამოაცხადა.

პროცესის მიმდინარეობისას ადვოკატი ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

დაკავებულს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით "ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია", ისჯება ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში ბრალდებულმა კაცმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს. ცხოველი მიყენებული დაზიანებებით მოკვდა. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ერთი თვის შემდეგ, 8 იანვარს, გავრცელდა ფეისბუკში.

XS
SM
MD
LG