Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის მეფე და პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი გამოდიან ზეწოლისკენ მოწოდებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის


იორდანიაში გაიმართა სამიტი ღაზაში მიმდინარე ომზე, 2024 წლის 10 იანვარი
იორდანიაში გაიმართა სამიტი ღაზაში მიმდინარე ომზე, 2024 წლის 10 იანვარი

იორდანიის მეფე აბდულა მეორე, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატა ელ-სისი და პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი 10 იანვარს გამოვიდნენ მოწოდებით, შენარჩუნდეს ზეწოლა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და სამოქალაქო პირების დაცვის მისაღწევად.

სამმა ლიდერმა თავი მოიყარა სამიტზე, რომელზეც ღაზაში სამი თვის განმავლობაში მიმდინარე ომზე იმსჯელეს. სამიტი გაიმართა იორდანიის წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ აკაბაში.

განცხადებაში, რომელიც სამეფო კარმა შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ლიდერებმა "გაიმეორეს ზეწოლის შენარჩუნების საჭიროება, ღაზის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულების და შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების დაცვის მიზნით".

XS
SM
MD
LG