Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა მემორანდუმი გააფორმეს შავ ზღვაში განაღმვის ოპერაციებზე


რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა მემორანდუმი გააფორმეს შავ ზღვაში განაღმვის ოპერაციებზე. 2024 წლის 11 იანვარი
რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა მემორანდუმი გააფორმეს შავ ზღვაში განაღმვის ოპერაციებზე. 2024 წლის 11 იანვარი

რუმინეთმა, ბულგარეთმა და თურქეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც განაღმვის ერთობლივ ოპერაციებს უხელმძღვანელებს მათ ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაზე.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ათანას ზაპრიანოვმა 11 იანვარს სტამბოლში მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ნაღმთა კონტრზომების საზღვაო ჯგუფის დაარსებას ითვალისწინებს შავ ზღვაზე (MCM Black Sea).

ინიციატივის მიზანია ხელმძღვანელობა ოპერაციებისა, რომელთა შედეგადაც გაუვნებლებული უნდა იყოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში მოტივტივე ნაღმები.

"MCM Black Sea-ის აქტივობები სრულიად მშვიდობიანი ბუნებისაა და არ განხორციელდება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ", - აცხადებს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრო. "მოსალოდნელია, რომ ხელი შეეწყობა ინტერაქციას და კარგ მეზობლურ ურთიერთობას მონაწილეებს შორის ისე, რომ არ მოხდება ჩანაცვლება ნატოს ყოფნის და შეკავების და თავდაცვის მიმდინარე ძალისხმევისა შავი ზღვის არეალში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG