Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ექსტრემისტულად გამოაცხადეს ტელეარხ Настоящее Время-ს ვებსაიტი და სოციალური ქსელები


ბელარუსში ექსტრემისტულად გამოაცხადეს ტელეარხ Настоящее Время-ს (Current Time) ვებსაიტი და სოციალური ქსელები. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ვიტებსკის რკინიგზის რაიონის სასამართლომ, იტყობინება ხუთშაბათს ტელეარხი ინფორმაციის სამინისტროს საიტზე დაყრდნობით.

ექსტრემისტულად გამოცხადდა პროექტები "Настоящее Время", "Настоящее Время. Азия", "Настоящее Время. Док", "Настоящее Время. Беларусь", "Настоящее Время. Сюжеты", "Настоящее Время. Балтия".

Настоящее Время არის ტელეარხი, რომელიც კორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ შექმნა „ამერიკის ხმის“ მონაწილეობით. ის აშშ-ის კონგრესის გრანტებით ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) გზით.

Настоящее Время-ს მისიაა დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების, ასევე ადამიანის უფლებების ხელშეწყობა. ტელეარხი დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს რუსულ ენაზე რუსეთში, უკრაინაში, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე სხვა რეგიონებში.

XS
SM
MD
LG