Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამინდის გაუარესების გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა


ამინდის გაუარესების გამო, საქართველოს გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ტთული მეტეოროლოგიური პირობებია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კილომეტრზე - ფარავანის უღელტეხილზე, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვს დასავლეთ საქართველოშიც - ამიტომ, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

მოსახლეობას აფრთხილებენ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ფრთხილად სიარულისკენ, სადაც თოვის და ლიპყინულის გამო, ასევე აიკრძალა დროებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აქაც დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით - საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი, 3-4-ბალიანი შტორმი ზღვაზე და ყინვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით:

  • 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
  • 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
  • 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG