Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდაური-კობის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია


გუდაურის გზა
გუდაურის გზა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გაწმენდის შემდეგ გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

უწყების ინფორმაციით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები გვირაბებში ცალმხრივად იმოძრავებენ.

XS
SM
MD
LG