Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი კვლავ მოითხოვს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას


ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი
ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კვლავ მოითხოვს "ცეცხლის დაუყოვნებელ ჰუმანიტარულ შეწყვეტას", რათა რეგიონში ჩააღწიოს დახმარებამ.

ისრაელის განცხადებით, ღაზაში მის მიერ წარმოებული ომის "ინტენსიური" ფაზა მალე დასრულდება სექტორის სამხრეთში. ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ამ შინაარსის განცხადებით 15 იანვარს გამოვიდა პრესკონფერენციაზე და ამავე დროს თქვა, რომ მსგავსი ფაზა უკვე მიღწეულია ღაზის ჩრდილოეთში.

გალანტის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მხრიდან გაკეთებული განცხადება ორი ისრაელელი ტყვის სიკვდილის შესახებ.

ომი დაიწყო მას მერე, რაც ჰამასმა 7 ოქტომბერს უპრეცედენტო შეტევა განახორციელა ისრაელზე, რასაც AFP-ის მიერ გამოთვლილი მონაცემებით, რომლებიც ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, ემსხვერპლა 1140-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. 250-მდე ადამიანი ჰამასმა მძევლად აიყვანა.

ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის ხელმძღვანელი პირების თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მხრიდან წარმოებულ ომს ემსხვერპლა 24 000-ზე მეტი პალესტინელი, მსხვერპლის 70-მდე პროცენტი ქალებზე, მცირე ასაკის ბავშვებზე და მოზარდებზე მოდის.

XS
SM
MD
LG