Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრონტის ხაზზე მუშაობისას დაიჭრა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი


დმიტრო ევჩინი, ჟურნალისტი
დმიტრო ევჩინი, ჟურნალისტი

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროგრამის, Крим.Реалії-ს გადამღები ჯგუფი 17 იანვრის დილით უკრაინის სამხრეთში სატელევიზიო სიუჟეტის გადაღებისას საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა, დაშავდა ჟურნალისტი დმიტრო ევჩინი.

ჟურნალისტი დმიტრო ევჩინი და ოპერატორი ნიკიტა ისაიკო ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ რობოტინოსთან, სიუჟეტს იღებდნენ. ნაღმმტყორცნიდან სროლის შედეგად დმიტრო ევჩინი ფეხში დაიჭრა. მას პირველადი დახმარება ოპერატორმა და უკრაინელმა სამხედროებმა აღმოუჩინეს და ჯერ მეზობელ სოფელში, სტაბილიზაციის პუნქტში გადაიყვანეს, შემდეგ კი ზაპოროჟიეს საავადმყოფოში.

ექიმების თქმით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა, დმიტრო ევჩინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დმიტრო ევჩინი "კრიმ რეალიის" ჟურნალისტია 2018 წლიდან, მას მიჰყავდა სატელევიზიო გადაცემები და მომზადებული აქვს რეზონანსული სიუჟეტები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან იგი აშუქებს სამხედრო ოპერაციებს და მუშაობს კონტაქტის ხაზზე. დმიტრო ევჩინი ოპერატორთან, ნიკიტა ისაიკოსთან ერთად აშუქებს ამბებს უკრაინა-რუსეთის ომის სამხრეთის მიმართულების ფრონტის ხაზიდან.

ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის 2024 წლის 1 იანვრის მონაცემებით, სულ ცოტა 14 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა ომის გაშუქებისას ან მათი სტატუსის გამო, და სულ მცირე 39 დაშავდა. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სულ ცოტა 3 ჟურნალისტია პატიმრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG