Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერიის თანამშრომელს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდეს


ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა ტყიბულის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელს, ჯონი ქასრაშვილს, რომელსაც პროკურატურა ოჯახში ძალადობას ედავება.

პროკურორ მარიამ მელაძის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ცოლზე ფიზიკურად ორი დღის წინ იძალადა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით“, –აცხადებს პროკურორი მარიამ მელაძე.

საქართველოს პროკურატურამ ტყიბულის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელ ჯონი ქასრაშვილს ბრალი ოჯახში ძალადობისთვის 17 იანვარს წარუდგინა.

XS
SM
MD
LG