Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რონ დესანტისმა გამოაცხადა, რომ ეთიშება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლას


ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი. სმირნა (ჯორჯიის შტატი), 30 მარტი, 2023.
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი. სმირნა (ჯორჯიის შტატი), 30 მარტი, 2023.

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კვირას გამოაცხადა, რომ ეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. მან ასევე თქვა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურას, რომელიც მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის.

დესანტისმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოცქსელ X-ში დაწერა. პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აიოვის შტატის კოკუსში მეორე ადგილი დაიკავა, მას არ შეუძლია „მხარდამჭერებს მოსთხოვოს, ნებაყოფლობით დათმონ საკუთარი დრო და საკუთარი რესურსები გაიღონ გამარჯვების ნათელი გზის გარეშე“.

როგორც BBC ანიშნავს, დესანტისის მოულოდნელი განცხადება გამოქვეყნდა ნიუ-ჰემფშირის საპრეზიდენტო პრაიმერიზის წინ, რომელიც 23 იანვარს გაიმართება. მას შემდეგ, რაც დესანტისი რბოლას ჩამოშორდა, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის ერთადერთ სერიოზულ მეტოქედ რჩება სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი და გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი.

როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, დესანტისს ბევრნი მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად რესპუბლიკური პარტიიდან. 2023 წლის დამდეგს ის რამდენიმე გამოკითხვაში ლიდერობდა. მაგრამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ფლორიდის გუბერნატორის მხარდამჭერთა ბაზისი შემცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG