Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო


 "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია
"საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერი, პარტიის, "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არავისთან გაერთიანებას გეგმავს. ვიდეოში, რომელიც გიორგი გახარიას ინსტაგრამგვერდზე გავრცელდა, იგი ამბობს, რომ პარტია მარტო მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

“არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც ზღაპრები მოყვნენ. არანაირი გაერთიანებები არ იქნება. ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და ამ არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ მარტო”, - ამბობს ის.

"ქართული ოცნება" გიორგი გახარიას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც 2021 წლის თებერვალში მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და მიზეზად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე თანაგუნდელებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მაშინ მმართველი პარტიის ლიდერებმა გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფარულ გარიგებასა და ქვეყანაში არეულობის სურვილში დაადანაშაულეს. გიორგი გახარიას ისინი ღალატში სდებენ ბრალს.

XS
SM
MD
LG