Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გადადგა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი


ფოტო არქივიდან. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ვილნიუსში, ნატოს სამიტზე. 2023 წლის 11 ივლისი
ფოტო არქივიდან. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ვილნიუსში, ნატოს სამიტზე. 2023 წლის 11 ივლისი

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა ნიკუ პოპესკუმ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2021 წლის აგვისტოში დაინიშნა.

პოპესკუმ, რომელიც ვიცე-პრემიერიც იყო, გადადგომის გადაწყვეტილება კიშინიოვში დღეს, 24 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. ნიკუ პოპესკუს თქმით, მინისტრად დანიშვნის შემდეგ დასახული მიზნები წარმატებით შეასრულა და ამ ეტაპზე პაუზა სჭირდება.

ყველაზე დიდ წარმატებად მიჩნეულია ევროკავშირის გადაწყვეტილებები მოლდოვისთვის ჯერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და შემდეგ გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების შესახებ.

XS
SM
MD
LG