ეროვნული მუზეუმი მზადაა, სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ექსპონატების რესტავრაციაში ჩაერთოს

სოხუმში მეხანძრეს ექსპონატი გამოაქვს სამხატვრო გალერეიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრით დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში დახმარება აღმოუჩინოს სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს გადარჩენილი ექსპონატების აღნუსხვის პროცესი მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ სარესტავრაციო სამუშაოებში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
დამწვარი საგანძური: ფოტოები სოხუმიდან
1/12ხანძარმა, რომელიც სოხუმში 21 იანვრის ღამეს მოხდა, ნახატების ფაქტობრივად მთელი ფონდი გაანადგურა.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
2/12სრულად დაიწვა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატები. მისი 300-ზე მეტი ნამუშევრიდან ვერცერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
3/12მხატვარი, ილუსტრატორი და დეკორატორი ძირითადად პარიზში ცხოვრობდა, თუმცა სპექტაკლების გასაფორმებლად სისტემატურად იწვევდნენ ლონდონში, ბრიუსელში, მადრიდსა და მონტე-კარლოში.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
4/12მხატვრის ნამუშევრების ნაწილი, დაახლოებით 500-მდე ეგზემპლარი და პირადი არქივი, დაცულია თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
5/12სოხუმში ხანძარს გადარჩენილ სურათებს შორისაა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ფოტოც. 1858 წელს ის შვილს წერდა: „მართალია, სრულად უსახსროდ დავრჩი, მაგრამ ჩემს ყველა ნამუშევარს სამშობლოში ვაგზავნი“.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
6/12„აფხაზეთის ეროვნული სამხატვრო გალერეის“ დირექტორი სურამ საკანია ამბობს, რომ ფონდის უსაფრთხოების საკითხი ყველა მთავრობის წინაშე ჰქონდა დაყენებული, მაგრამ უშედეგოდ.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
7/12ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ადგილობრივები ცდილობდნენ გადარჩენილი ნახატები შენობიდან გამოეტანათ.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
8/12მაგრამ ასეულობით ექსპონატი ბოლომდე დაიწვა.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
9/12მათ შორის არის ვარვარა ბუბნოვას, ბორის პეტროვის, ვლადიმირ კონტარევის, ვიტალი ლაკრბას, ვაალერი გამგიას, ვიტალი ჯენიას, ამირან ადლეიბას, ოლგა ბრენდელის და სხვების ნახატები.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
10/12მხოლოდ 200-მდე ნახატი გადარჩა.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
11/12ბევრი ნახატი გამოუსწორებლად დაზიანდა. რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ განაცხადა, რომ ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციაში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
12/12გადარჩენილი ექსპონატები დროებით სოხუმის დრამატულ თეატრში გადაიტანეს.
ეროვნული ტრაგედია - ასე აღიქვეს აფხაზეთში „ეროვნულ სამხატვრო გალერეაში“ მომხდარი ხანძარი. აფხაზეთის ოქროს ფონდის ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 200-მდე გადარჩა.
Previous slide
Next slide
„აფხაზეთის მხატვართა კავშირის“ შენობის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი, რის შედეგადაც „ეროვნული სამხატვრო გალერეის“ თითქმის მთელი ფონდი დაიწვა, კვირას, 21 იანვრის ღამით, გაჩნდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. კულტურის მინისტრის, დინარა სმირის განცხადებით, ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა. განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ყველა ნამუშევარი.
აფხაზეთის ეროვნული გალერეა შეიქმნა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე. მის დაარსებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოხუმის მკვიდრმა, ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, ექიმმა იეზეკიელ ფიშკოვმა, რომელმაც გალერეას სახლი და 60 ტილო შესწირა.
1964 წლის 17 მარტს, როცა გალერეა გაიხსნა, დაწესებულებას თავისი ნამუშევრები გადასცეს მხატვრებმა მ. ეშბამ, ო. ბრენდელმა, ი. ცომაიამ, ი. ივანბამ და სხვ. თავდაპირველად გამოიფინა 100 ნახატი და 20 სკულპტურა. დროთა განმავლობაში კოლექცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და გამდიდრდა.
გალერეის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1985 წლის 17 მარტს, როცა ექსპოზიცია გადავიდა ახალ მისამართზე, ლაკობას 17-ში. ამავე დღეს აფხაზეთში გადაასვენეს ცნობილი აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნეშტი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილებით, გალერეას გამოუყვეს ახალი შენობა - პუშკინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალთა გიმნაზიის სახით, თუმცა ფინანსური სახსრების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა შენობის სათანადო მდგომარეობაში მოყვანა.