Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: დაკავებულებიდან ექვსმა განაცხადა აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტებაზე


პოლიციამ ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა.
პოლიციამ ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ კეკელიძის ქუჩა N1-ში გამოსახლების დროს გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს.

ომბუდსმენის ცნობით, მათგან ექვსმა პირმა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ განაცხადა. უწყების განცხადებითვე, ექვსიდან ერთ-ერთმა თქვა, რომ სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციამაც.

გუშინ, 23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის N1-დან გამოასახლა ოჯახი.

პოლიციამ საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის - ორი სისხლის სამართლის კოდექსით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) დააკავეს 18 ადამიანი, მათ შორის იყო ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

XS
SM
MD
LG