Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თბილისი. 16 იანვარი, 2024 წელი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თბილისი. 16 იანვარი, 2024 წელი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად საქართველო მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმედის თვალით უყურებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია შევიტანოთ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებს და ხალხებს მოუტანს სარგებელს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ დრომდე ვერ ხერხდება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გასული წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული სამხედრო იერიშის შემდეგ, როცა ბაქომ მთიანი ყარაბაღის რეგიონზე აღიდგინა კონტროლი, რასაც სომხური მოსახლეობის სომხეთში გაქცევა მოჰყვა. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს გასული წლის 26 დეკემბერს შეხვდნენ სანქტ-პეტერბურგში.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. ამასთან მან თქვა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს რეგიონულ პროექტებზე მუშაობა, მათ შორის ისეთზე, როგორიცაა შავი ზღვის კაბელი და განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა გამოხატა დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტების განხორციელების მიმართ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად დღეს ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის გარდა, ვიზიტის ფარგებში დაგეგმილია ასევე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომის ჩატარება. ამ სხდომის შემდეგ რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი ასევე, რომ საქართველომ და სომხეთმა „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.

XS
SM
MD
LG