სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე კიბერშეტევა იყო. უწყების გავრცელებული განცხადების მიხედვით, დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
"მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით", - წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ კიბერშეტევის დროს president.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტიკურობა დაირღვა:
"მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს".
პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე რამდენიმე საათის წინ ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა ტელეგრამარხებით.
სავარაუდოდ, თავდასხმა განხორციელდა რუსული ჰაკერული ჯგუფის მიერ. საიტზე შესულ ადამიანებს ხვდებოდათ წარწერა: "დაჰაკულია COZY BEAR-ის მიერ, დიდება რუსეთს".
COZY BEAR-ი ჰაკერების რუსული ჯგუფია, რომელიც, დასავლური დაზვერვის სამსახურის ცნობით, ФСБ-ს ხელმძღვანელობით მოქმედებს.