Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაიღუპა სტამბოლის კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად


საარქივო ფოტო. პოლიციელები და მაშველები სტამბოლში
საარქივო ფოტო. პოლიციელები და მაშველები სტამბოლში

კვირას სტამბოლში ორმა დაუდგენელმა, ნიღბიანმა მამაკაცმა საღმრთო მსახურების დროს კათოლიკურ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, თავდასხმა სანტა მარიას ეკლესიაში მოხდა. ზოგიერთი ცნობით, ეკლესიის მრევლის უმრავლესობა სტამბოლში მცხოვრები იტალიელებია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის იარაღი ჰქონდათ თავდამსხმელებს. ასევე უცნობია დეტალები გარდაცვლილის ვინაობის შესახებ.

თურქული მედიის მტკიცებით, ერთი დაღუპულის გარდა, არიან დაჭრილები, რაც ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

თავდამსხმელები მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი ძებნა. უცნობია, ჰქონდა თუ არა თავდასხმას ტერორისტული მოტივი.

გასული წლის დეკემბერში თურქეთში 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ქრისტიანულ ეკლესიებსა და სინაგოგებში ტერაქტების მომზადების ბრალდებით. საუბარია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერებზე.

XS
SM
MD
LG