Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიაში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა დრონის იერიშის შედეგად


სირია-იორდანიის საზღვარი
სირია-იორდანიის საზღვარი

სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და არაერთი დაშავდა უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე ამერიკული ჯარების პოზიციებზე.

ამის შესახებ კვირას, 28 იანვარს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა. "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ თავდასხმის ფაქტებს, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს "მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის."

BBC აღნიშნავს, რომ ეს რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის პირველი შემთხვევაა, გასული წლის 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება ჰამასის წევრების ისრაელზე თავდასხმის შემდეგ. ამ ფონზე რეგიონში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG