Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 27 131-ს მიაღწია


დაღუპული პალესტინელის მგლოვიარე ოჯახი. რაფაჰი, ღაზის სექტორი.18 იანვარი. 2024 წელი
დაღუპული პალესტინელის მგლოვიარე ოჯახი. რაფაჰი, ღაზის სექტორი.18 იანვარი. 2024 წელი

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასი მართავს, 2 თებერვალს განაცხადა, რომ სულ ცოტა, 27 131 ადამიანი დაიღუპა ამ ტერიტორიაზე, ისრაელის არმიის მიერ საპასუხოდ დაწყებული სამხედრო-საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის - პალესტინელთა სხვადასხვა დაჯგუფების მებრძოლებსა და ისრაელს შორის ომის განმავლობაში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ.

უკანასკნელი მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაიღუპა 112 ადამიანი, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომლის თანახმად, ღაზაში დაშავებულთა რიცხვი 66 287-ს უდრის.

ჰამასმა შარშან 7 ოქტომბერს თავდასხმა განახორციელა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა და გაიტაცა 240-მდე პირი. მათი ნაწილი განთავისუფლებულია, ნაწილი კი კვლავ ექსტრემისტების ხელშია.

XS
SM
MD
LG