Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა დრონებმა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში


რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხარკოვში. 29 დეკემბერი. 2023 წელი (საილუსტრაციო ფოტო)
რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხარკოვში. 29 დეკემბერი. 2023 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 24 რუსული უპილოტო საფრენი მოწყობილობიდან - რომლებმაც 2 თებერვალს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები ამოიღეს სამიზნეში, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში - 11 ჩამოაგდო, - განაცხადა უკრაინის არმიამ.

თავდასხმების შემდეგ, 40 000-ზე მეტი ადამიანი დნეპროპეტროვსკის კრივოი როგის რაიონში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იტყობინებიან რეგიონის ოფიციალური პირები. ელექტროენერგიის უქონლობის გამო, 100-მდე მაღაროელი დროებით ორ მაღაროში ჩარჩა. დაუდგენელი რაოდენობის მაღაროელები მოგვიანებით ამოიყვანეს, განაცხადა ხელისუფლებამ, დეტალების დაუზუსტებლად.

XS
SM
MD
LG