Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი


დანგრეული საცხობი ლისიჩანსკში. 3 თებერვალი, 2024.
დანგრეული საცხობი ლისიჩანსკში. 3 თებერვალი, 2024.

რუსეთმა შაბათს განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა.

პასეჩნიკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს საცხობზე, რომლის ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებიან.

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, დაბომბვის შედეგად ორსართულიანი შენობა დაინგრა, დაიღუპა ხუთი ადამიანი.

როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება სამხედრო კომენდატურაზე დაყრდნობით, ლისიჩანსკში საცხობზე დარტყმის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი და 10 დაიჭრა, ნანგრევების ქვეშ კი სავარაუდოდ 23 ადამიანია მოყოლილი.

უკრაინის მხარეს ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG