გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე, საბაგირო გაწყდა. დაიღუპა ორენბურგის ოლქის მცხოვრები. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
„28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა“, - განაცხადეს ოკუპირებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში.
ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.