Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა მეწყრის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში


დამეწყრილი ტერიტორია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში.
დამეწყრილი ტერიტორია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში.

გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში მოყოლილია 4 სახლი.

შსს-ს მიერ დღეს, 7 თებერვალს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 1 გადარჩენილი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად კიდევ 6 ადამიანს ეძებენ. მეწყრის გამომწვევ მიზეზად უხვი ნალექი სახელდება.

შსს-ს თანახმად, სტიქიის ზონაში მუშაობენ 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები და კინოლოგთა ჯგუფი. პროცესს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.

XS
SM
MD
LG