Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის მეფე ბაიდენს და დასავლეთის სხვა ლიდერებს შეხვდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის

იორდანიის მეფე აბდულა 8 თებერვალს მოგზაურობას იწყებს დასავლეთის ქვენებში. ფოტოზე ის სიტყვით მიმართავს ევროპის პარლამენტს სტრასბურგში. 15 იანვარი, 2020 წელი
იორდანიის მეფე აბდულა 8 თებერვალს მოგზაურობას იწყებს დასავლეთის ქვენებში. ფოტოზე ის სიტყვით მიმართავს ევროპის პარლამენტს სტრასბურგში. 15 იანვარი, 2020 წელი

იორდანიის მეფე აბდულამ 8 თებერვალს დაიწყო თავისი მოგზაურობა დასავლეთის ქვეყნებში, სადაც შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სხვა ქვეყნების მეთაურებს.

მისი მიზანია, ლობირება გაუწიოს ღაზის სექტორში ომის დასრულებას, იტყობინებიან სამეფო სასახლიდან.

აბდულა ჯერ გერმანიას და საფრანგეთს ეწვევა, შემდეგ გამართავს მოლაპარაკებას აშშ-ის კონგრესის ლიდერებთან, პოლიტიკოსებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. სააგენტო Reuters-ის თანახმად, განცხადებაში არ არის მითითებული ბაიდენთან შეხვედრის დრო.

იორდანიაში ათწლეულების განმავალობაში თავშესაფარი ასიათასობით პალესტინელმა ლტოლვილმა იპოვა. ეს ქვეყანა ყოველთვის გამოდიოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მომხრედ.

​
XS
SM
MD
LG