Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კლინიკაში მოათავსეს


ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი
ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზირებულია. პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ოსტინი კლინიკაშია "შარდის ბუშტის პრობლემასთან დაკავშირებული სიმპტომებით".

მისი სიტყვებით, ოსტინი გუშინ 11 თებერვალს შუადღით გადაიყვანეს უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში. ინფორმაცია მიაწოდეს თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების, ასევე თეთრი სახლისა და კონგრესის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს. ჰოსპიტალიზაციის დროს პენტაგონის ხელმძღვანელმა მოვალეობა მის მოადგილეს, კეტლინ ჰიქსს გადასცა, დასძინა რაიდერმა. უცნობია რამდენ ხანს დარჩება ოსტინი საავადმყოფოში.

ვარაუდობდნენ, რომ 13 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში მონაწილებას მიიღებდა რამშტეინის ფორმატში უკრაინის მოკავშირეების მორიგ შეხვედრაში. ამის შემდეგ ოსტინს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, რომელსაც პროსტატის კიბოს დიაგნიზი აქვს ახალი წლის ღამესაც გადაიყვანეს უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში. პენტაგონი 5 იანვრამდე ამ ფაქტს არ ასაჯაროებდა, თეთრი სახლისა და კონგრესისგან.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე კეტლინ ჰიქსი, რომელიც საახალწლოდ პუერტო რიკოში შვებულებაში იმყოფებოდა, სრულად ინფორმირებული არ იყო, თავად ოსტინმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ თეთრ სახლს არ აცნობა ჰოსპიტალიზაციის შესახებ.

XS
SM
MD
LG