Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ოფიციალური პირის ვარაუდით, რუსეთის ოპერაციები უკრაინაში, სავარაუდოდ, 211 მილიარდ დოლარამდე დაჯდა


რუსეთის არმიის განადგურებული ტანკები უკრაინაში. დონეცკის ოლქი, ბოჰოროჩნე.13 თებერვალი. 2024 წელი
რუსეთის არმიის განადგურებული ტანკები უკრაინაში. დონეცკის ოლქი, ბოჰოროჩნე.13 თებერვალი. 2024 წელი

რუსეთმა სავარაუდოდ, 211 მილიარდი დოლარი დახარჯა უკრაინაში ოპერაციებისთვის - თავისი ჯარების აღჭურვაში, განლაგებასა და შენახვაში, ხოლო 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა იარაღის გაყიდვების გაუქმების ან გადადების გამო, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც არ გაამხილა ვინაობა.

რუსეთის თითქმის ორწლიანი ომის დეტალური ხარჯები გამომზეურდა მაშინ, როცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაიყოლოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მიიღოს საერთაშორისო დახმარების პაკეტი უსაფრთხოების სფეროში 95 მილიარდი დოლარის ოდენობით - უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის.

ოფიციალური პირი დასძენს, რომ რუსეთს ომი დაუჯდა 1.3 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2026 წლამდე იყო დაგეგმილი. ამასთან, მის თანახმად, 315 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაშავდა.

XS
SM
MD
LG