Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან, აცხადებენ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელები


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან, რის შემდეგაც გამოცხადდა, რომ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს მალე შეხვდებიან.
17 თებერვალი, მიუნხენი. 2024
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან, რის შემდეგაც გამოცხადდა, რომ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს მალე შეხვდებიან. 17 თებერვალი, მიუნხენი. 2024

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან ერთმანეთს, რათა დადგინდეს საზღვრები და მიაღწიონ წინსვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საქმეში, განაცხადეს კავკასიის ქვეყნების ლიდერებმა მიუნხენში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ.

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA-ს 18 თებერვალს მოჰყავს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადება, რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი "მალე" შეხვდება სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს, თუმცა თარიღი მითითებული არ არის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეხება სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვას და შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG