Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა


პატიმრობაში ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო ევროკავშირმა გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ევროპის კავშირში კირილ ლოგვინოვი. ფოტო: 20 ოქტომბერი, 2023 წელი
პატიმრობაში ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო ევროკავშირმა გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ევროპის კავშირში კირილ ლოგვინოვი. ფოტო: 20 ოქტომბერი, 2023 წელი

20 თებერვალს ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ბრიუსელში ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის პატიმრობაში სიკვდილის გამო.

ევროკავშირის მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, შუა აზიის რეგიონუდ და ეუთოს საკითხებში, მიხაელ ზიბერტმა გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ევროპის კავშირში კირილ ლოგვინოვი და მოუწოდა რუსეთს, ნავალნის სიკვდილის „გარემოებათა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს“ - ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში .

ევროკავშირმა გამოხატა აღშფოთება ნავალნის სიკვდილის გამო, რომლისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება“ და მოუწოდა რუსეთს, გადასცეს ოჯახს გარდაცვლილის ცხედარი.

ალექსეი ნავალნი16 თებერვალს კოლონიაში გარდაიცვალა. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ პოლიტიკოსის გარდაცვალების საქმეზე, ლუდმილა ნავალნაიას, - გარდაცვლილის დედას უთხრეს, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გაგზავნეს, რომელიც 14 დღეს გასტანს.

XS
SM
MD
LG