Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა პოლიციამ დააკავა თათარი აქტივისტი ზუდიევა


ლუტფიე ზუდიევა, ყირიმელი თათარი აქტივისტი, 2019 წლის ივნისის ფოტო
ლუტფიე ზუდიევა, ყირიმელი თათარი აქტივისტი, 2019 წლის ივნისის ფოტო

რუსეთის მხრიდან ანექსირებულ უკრაინის ყირიმის რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნულმა პოლიციამ დააკავა ყირიმელი თათარი უფლებადამცველი აქტივისტი ლუტფიე ზუდიევა, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ 22 თებერვალს - იუწყება ყირიმის სოლიდარობის უფლებადამცველი ჯგუფი, რომლის წევრთა შორის ზუდიევაც არის.

აქტივისტის დაკავების და სახლის გაჩხრეკის საფუძველი უცნობია. პოლიციამ წაიღო მისი კომპიუტერი, მობილური ტელეფონები და კომპიუტერის დისკები - ამბობს ზუდიევას ქმარი.

2014 წელს ყირიმის უკანონოდ ანექსირების შემდებ რუსეთი ზეწოლას ახორციელებს ყირიმელ თათრებზე - ნახევარკუნძულის მკვიდრ ეთნიკურ ჯგუფზე - რომელთაგან ბევრი ანექსირებას ღიად აპროტესტებს.

XS
SM
MD
LG