Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინის სუმის ოლქზე


უკრაინის თავდაცვამ ჩამოაგდო რუსეთის მიერ ნასროლი 14 დრონიდან ცხრა - იუწყება არმია, 2024 წლის 26 თებერვალი
უკრაინის თავდაცვამ ჩამოაგდო რუსეთის მიერ ნასროლი 14 დრონიდან ცხრა - იუწყება არმია, 2024 წლის 26 თებერვალი

26 თებერვალს ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთის სუმის ოლქზე, იმ ფონზე, როცა რუსეთი აწარმოებს დრონებით და რაკეტებით შეტევების ახალ ტალღას - იუწყებიან რეგიონის და არმიის ოფიციალური წარმომადგენლები.

"განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა კიდევ ხუთი ნაგებობა" - წერენ სუმის ოლქის მესვეურები ტელეგრამით და დასძენენ, რომ შეტევის შედეგად წყვილი დაიღუპა.

26 თებერვალს, დილით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის მიერ ნასროლი 14 დრონიდან ცხრა დრონი - იუწყება უკრაინის არმია და დასძენს, რომ ასევე განადგურებულია რუსეთის საკრუიზო რაკეტა.

XS
SM
MD
LG