Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილია 34 წლის კაცი. შემთხვევა 26 თებერვლის საღამოს მოხდა.

როგორც ხიდისთაველები ჰყვებიან, მათ დაინახეს სამი კაცი, რომლებიც ლიანდაგებს შორის მოძრაობდნენ. მატარებლის გამოჩენისას ორმა რელსებიდან გადასვლა მოასწრო, მესამეს კი თბილისი-ფოთის მატარებელი დაეჯახა. მათივე განმარტებით, რკინიგზაზე მოძრავი კაცები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.

მატარებელი გაჩერდა. თავიდან 34 წლის კაცის დახმარება მემანქანეებმა სცადეს. მოგვიანებით ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG