Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცს, რომელმაც ბოლნისში ცოლი მოკლა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს


რუსთავის საქალაქო სასამართლო.
რუსთავის საქალაქო სასამართლო.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლი მოკლა. გამოძიება მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გენდერული ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაციით.

ბოლნისში 2023 წლის 26 სექტემბერს მომხდარ დანაშაულზე დამდგარი განაჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურმა:

"ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნიადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა".

მას შემდეგ, რაც კაცმა შვილების თანდასწრებით მოკლა ცოლი, თვითდაზიანებები მიიყენა. მაშინ ის ამის გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებმა კაცი 2023 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა).

XS
SM
MD
LG