Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის ქვრივი პუტინის წინააღმდეგ „ახალ მეთოდებს" მოითხოვს


იულია ნავალნაია, რომელიც თვლის, რომ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში "ახალი მეთოდების" გამოყენებაა საჭირო. სტრასბურგი. ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. 28 თებერვალი, 2024 წელი
იულია ნავალნაია, რომელიც თვლის, რომ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში "ახალი მეთოდების" გამოყენებაა საჭირო. სტრასბურგი. ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. 28 თებერვალი, 2024 წელი

კრემლის ოპონენტის, რუსეთის კოლონიაში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თავისი ქმრის სიკვდილში კვლავ დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

სტრასბურგში გამოსვლისას იულია ნავალნაიამ თქვა, რომ პუტინის დამარცხება სანქციებით შეუძლებელია.

ნავალნის ქვრივმა, რომელიც სტუმრად იყო მიწვეული ევროპის პარლამენტში, სტრასბურგში, დეპუტატებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არა პოლიტიკოსი, არამედ „მონსტრია.“ პუტინის დამარცხება, მისი თქმით, რეზოლუციებით, სანქციებით და მოლაპარაკებით არ მოხდება, არამედ შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ახალი მეთოდებით". იულია ნავალნაიას თქმით, მისმა ქმარმა, მაგალითად, სოციალური მედია გამოიყენა, რათა რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკა და ქმედება სააშკარაოზე გამოეტანა.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს გარდაიცვალა სასჯელაღსრულების კოლონიაში. პოლიტიკოსი 47 წლის იყო. ნავალნის 1 მარტს მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაასაფლავებენ, განაცხადა პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა.

ნავალნის გარდაცვალების შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.

ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულიამ განაცხადა, რომ თავისი ქმრის საქმეს გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG