Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ორმა მილიარდერმა ბიზნესმენმა თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე


თებერვლის დასაწყისში რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა მილიარდერმა ბიზნესმენმა ვასილი ანისიმოვმა.
თებერვლის დასაწყისში რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა მილიარდერმა ბიზნესმენმა ვასილი ანისიმოვმა.

ამერიკული IT კომპანია Veeam Software-ის დამფუძნებლებმა ანდრეი ბარონოვმა და რატმირ ტიმაშევმა უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ წერს ჟურნალი „ფორბსი“, რომლის რეიტინგით, ორივე ბიზნესმენი 2017 წლიდან 2021 წლამდე შედიოდა "რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის" სიაში. გამოცემის ცნობით, ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კვიპროსის მოქალაქეობას, მაგრამ თავად დიდი ხანია დატოვეს რუსეთი - ბარონოვი შვეიცარიაში ცხოვრობს, ტიმაშევი - აშშ-ში.

"მე არ მინდა ვიყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის ლიდერები არიან ადამიანები, რომლებიც იტაცებენ ბავშვებს, აუპატიურებენ და ძარცვავენ მშვიდობიან მოსახლეობას და თითქმის განურჩევლად ყოველდღიურად ისვრიან ათასობით რაკეტას, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს ", - წერდა ბარონოვი სოციალურ ქსელ LinkedIn-ში.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მილიონობით დოლარი შესწირა ავტორიტეტულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და ამ საქმეს კვლავაც გააგრძელებს.

თებერვლის დასაწყისში რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა მილიარდერმა ბიზნესმენმა ვასილი ანისიმოვმა. რუსული „ფორბსის" თანახმად, ანისიმოვი გახდა მეშვიდე მილიარდერი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.

XS
SM
MD
LG