Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს სააგენტო: საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობამ მოიმატა


თბილისი, 2023 წლის 21 იანვარი
თბილისი, 2023 წლის 21 იანვარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობამ მოიმატა. უწყების ვარაუდით, ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

უწყების ინფორმაციითვე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG