რევაზ ჯაველიძე დღეიდან, 1 მარტიდან, აღარ იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.
კობახიძის გადაწყვეტილებით, დღეიდანვე ამ თანამდებობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით დაიკავებს ილია შამუგია. ის პარლამენტში, ირაკლი კობახიძის დეპუტატობის დროს, მისი კაბინეტის უფროსად მუშაობდა.
ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებამდე იყო ცნობილი, რომ იგი ადმინისტრაციაში ცვლილებებს აპირებდა. თანამდებობის დაკავების შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის შეცვლა იყო.