Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში რუსეთის დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა


2 მარტს, ღამით, რუსეთის ფედერაციამ დრონებით შეუტია საცხოვრებელ კორპუსს უკრაინის ქალაქ ოდესაში.

უკრაინის მედიის ცნობით, მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებში ჯერ ისევ ეძებენ ადამიანებს. არის მსხვერპლი.

ადგილობრივები იტყობინებიან ასევე 7 დაჭრილის შესახებ. მათ შორის ორსული ქალი და პატარა ბავშვია. ადგილზე მუშაობენ ფსიქოლოგები.

უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ „მორიგი ტერორისტული თავდასხმისთვის“ კამიკაძე-დრონები [Shahed-131/136] გამოიყენა. ოფიციალური ინფორმაციით, 8 დრონი რუსეთმა ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეცა.

რუსეთის ფედერაციამ დრონებით შეუტია ხარკოვსაც. იტყობინებიან, რომ ერთი უპილოტო აპარატი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა. დაზიანდა ავტომობილები. მსხვერპლი არ არის.

XS
SM
MD
LG