Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში იძიებენ სამხედრო ოფიცრების საუბრის ჩანაწერს, რომელიც რუსეთის მედიამ გამოაქვეყნა


"ტაურუსის" ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომლის კიევისთვის მიწოდების გარშემო საუბრობენ, სავარაუდოდ, გერმანიის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში
"ტაურუსის" ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომლის კიევისთვის მიწოდების გარშემო საუბრობენ, სავარაუდოდ, გერმანიის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში

გერმანიის საგამოძიებო უწყებები იკვლევენ რუსეთის მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, გერმანელი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები მსჯელობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

ცნობას მოჰყვა შეშფოთება გერმანიაში ჯაშუშობის გარშემო, გაისმა მოწოდება, რუსეთს ახსნა-განმარტება მოსთხოვონ.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ დაუდასტურა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ "მოხდა ფარული მოსმენა."

რუსეთის Russia Today-ს ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა ჩანაწერი გამოაქვეყნა 1 მარტს.

სხვათა შორის, საუბრის მონაწილეები განიხილავენ კიევისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, რომელიც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჯერჯერობით უარყო.

კანცლერმა, რომელიც იტალიაშია ვიზიტად, რომში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვა „ძალიან სერიოზულია“.

ბერლინში რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „ჩვენ მოვითხოვთ გერმანიისგან ახსნა-განმარტებას“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 2 მარტს ჟურნალისტებს ელაპარაკა „ბუნდესვერის მუხთალი გეგმების შესახებ“, რაც ამ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებით გამოაშკარავდა.

XS
SM
MD
LG