Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხრამდე გაიზარდა ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ოდესაში, რომელიც 2 მარტს დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ოდესაში, რომელიც 2 მარტს დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე, დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

მანამდე ნანგრევების ქვეშ მაშველებმა 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვიც. ამის შესახებ ოლეჰ კიპერმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადეს.

ადგილობრივები იტყობინებიან ასევე 7 დაჭრილის შესახებ. მათ შორის ორსული ქალი და პატარა ბავშვია.

უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ „მორიგი ტერორისტული თავდასხმისთვის“ თვითმკვლელი დრონები [Shahed-131/136] გამოიყენა.

ოფიციალური ინფორმაციით, 8 დრონი რუსეთმა ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეცა.

კვირა დღე ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG