2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე, დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.
„მეცხრე დაღუპულის გვერდით ნაპოვნია ჩვილის ცხედარი“, - აცხადებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბავშვი 8 თვის იყო: „ისინი ჩახუტებულები იყვნენ“, - განაცხადეს სამსახურში.
2 მარტს ნანგრევების ქვეშ მაშველებმა 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვიც. ამის შესახებ ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადეს.
უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ „მორიგი ტერორისტული თავდასხმისთვის“ თვითმკვლელი დრონები [Shahed-131/136] გამოიყენა.
ოფიციალური ინფორმაციით, 8 დრონი რუსეთმა ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეცა.
კვირა დღე ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.