Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მინდა ვიცოცხლო“ - ონკოპაციენტები კიდევ ერთხელ მიმართავენ მთავრობას


ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების აქცია პარლამენტის წინ. 4 თებერვალი, 2024 წელი
ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების აქცია პარლამენტის წინ. 4 თებერვალი, 2024 წელი

„მინდა ვიცოცხლო“ - საქართველოს პარლამენტთან ამ გზავნილით გაიმართა ონკოპაციენტების აქცია, რომლის ორგანიზატორიც იყო ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“.

“ჩვენ ვდგავართ სიცოცხლის სადარაჯოზე!”, “მხარდაჭერა ონკოპაციენტებს”, “მინდა სიცოცხლე დამიდექით გვერდით”, - პარლამენტის წინ შეკრებილ ონკოპაციენტებს ხელში პლაკატები ეჭირათ ამ გზავნილებით.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით, რაც მათი თქმით, მოიცავს წლიურ 25 000-ლარიან ლიმიტს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ონკოპაციენტებისთვის საკმარისი არ არის.

ისინი საუბრობენ ჯანდაცვის სფეროში არსებულ ხარვეზებზეც, კერძოდ, წამლების დეფიციტზე და ქვეყანაში ე.წ. მესამე თაობის მედიკამენტების არარსებობაზე.

გვინდა ვიცოცხლოთ - რას სთხოვენ ონკოპაციენტები სახელმწიფოს
please wait

No media source currently available

0:00 0:12:48 0:00

ონკოპაციენტები ერთი თვეა აქციების გზით ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების ლიმიტის მოხსნას და დროული, უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფას. თებერვალში მათ აქციები გამართეს საქართველოს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან.

XS
SM
MD
LG