Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ოფიციალური პირების თანახმად, ინგუშეთში სროლის დროს ექვსი პირი მოკლეს


საილუსტრაციო ფოტო: ინგუშეთში სროლის დროს ექვსი პირი მოკლეს.
საილუსტრაციო ფოტო: ინგუშეთში სროლის დროს ექვსი პირი მოკლეს.

რუსეთის ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ კარაბულაკში (ინგუშ. ილდარღალი) პოლიციასთან შეტაკების შედეგად ექვსი ადამიანია მოკლული - იტყობინება სამართალდამცავი უწყება.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თანახმად, „მეამბოხეთა ჯგუფი გეგმავდა დანაშაულს ტერორიზმის სფეროში“.

რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან".

ტელეგრამის დამოუკიდებელი არხი Baza 3 მარტს იტყობინებოდა, რომ მოკლულებიდან მხოლოდ ხუთი იყო მეამბოხე, ხოლო მეექვსე - გამვლელი, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ინციდენტთან. Baza ასევე წერს, რომ სროლისას დაიჭრა სამი პოლიციელი.

XS
SM
MD
LG