Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ.

4 მარტის დილის 10:00 საათიდან დაიწყო სტუდენტობის მსურველი აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაცია. გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლებისას სტუდენტს აფინანსებს მხოლოდ ერთხელ.

სპეციალობის მიხედვით, სხვადასხვა უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალს - აბიტურიენტი თითოეულ ჩასაბარებელ საგანზე 10 ლარს იხდის. გასულ წელს ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

ონლაინ რეგისტრაციაა ასევე ერთადერთი გზაა იმ სტუდენტებისთვის, ვინც სწავლობს და სურს გრანტის მოპოვება.

დღესვე დაიწყო მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაციაც. ამ შემთხვევაში საფასური 50 ლარია. გამოსაცდელი ფასდება ოთხი კრიტერიუმის მიხედვით: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა.

საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში. რეგისტრაცია დასრულდება 4 აპრილს, 18:00 საათზე.

XS
SM
MD
LG