Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხოროწყუს მერზე ძალადობის ბრალდებით სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს


დათო გოგუაზე ძალადობის შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე დღის წინ, 1 მარტს.
დათო გოგუაზე ძალადობის შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე დღის წინ, 1 მარტს.

ჩხოროწყუს მერზე, დათო გოგუაზე, ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია. მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედიკ კვარაცხელია გუშინ, 3 მარტს, პოლიციაში ჯერ გამოჰკითხეს, შემდეგ კი მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.

დათო გოგუაზე ძალადობის შესახებ ცნობილი გახდა რამდენიმე დღის წინ, 1 მარტს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ მუხურში მიკროჰესის სამუშაოების დასათვალიერებლად ჩასულ მერს სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო დაუპირისპირდა.

"ჩვენ მეგობრები ვართ, თანაგუნდელები ვართ, ერთი სამი დღის უკან ვნახე... [გათავისუფლება] გავასაჩივრე. ყველა მიზეზის გარეშე უნდა დავბრუნდე მე ჩემს სამსახურში. მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და გავაკეთებ..." - ამბობდა სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი.

ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ თავდასხმის კვალიფიკაციით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. დაკავებულს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG